პრემიერ გრანიტის წამყვანი პარტნიორი ბრენდები
ჩვენ ერთად ვქმნით არაჩვეულებრივს
ჩვენ შესახებ
პრემიერ გრანიტმა მოღვაწეობა ამერიკის ბაზარზე დაიწყო, საქართველოში კი მრავალი წლის დაგროვებული გამოცდილებით შემოვიდა. კომპანიის მიზანია, ქართველ მომხმარებლებს ქვის დამუშავების მაღალი ხარისხის სერვისი შესთავაზოს. ვიყენებთ როგორც ტრადიციულ, ისე თანამედროვე ტექნოლოგიებს, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალური სიზუსტით შევქმნათ მომხმარებლებისთვის სასურველი დიზაინი და ფორმა. ვამუშავებთ მარმარილოს, გრანიტს, ტრავერტინს, ონიქსს, აქატს, კვარცს, კვარციტს, მალაქიტსა და სხვა ბუნებრივ ქვებს. ჩვენი ქვის საამქრო ნებისმიერი სირთულის სამუშაოს დროულად და ხარისხიანად ასრულებს. ჩვენი მიზანია, გავაცოცხლოთ მომხმარებლის ხედვა და შევქმნათ სივრცეები, რომლებიც წლების განმავლობაში მოახდენს შთაბეჭდილებას.